ნიკ ქეივი

ნიკ ქეივი: The Bad Seeds-ის ახალი ალბომი თითქმის დასრულებულია

Billboard

19 იანვარს მუსიკოსმა ნიკ ქეივმა ავსტრალიაში გამართული ტურის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ მისი ბენდის The Bad Seeds-ის ალბომი თითქმის დასრულებულია. 

ახალ ალბომზე საუბრისას, ქეივმა აღნიშნა, რომ ის ძალიან აჟიტირებულია. 

"თითქმის დავასრულეთ ახალ ალბომზე მუშაობა და, ჩემი აზრით, ის შესანიშნავი გამოვიდა. ძალიან, ძალიან აჟიტირებული ვარ". 

ალბომის გამოშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

ბენდის მე-17 ალბომის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ნიკ ქეივის ცოლის 2018 წლის სექტემბერში გავრცელდა. ვებსაიტზე, რომელსაც "ვამპირის ცოლი" ეწოდება, ის თავის გრიპზე საუბრობდა, სადაც თქვა, რომ ნიკი მასთან ერთად არ იყო, რადგან ის ლოს ანჯელესშია, სადაც თავის ახალ ალბომზე მუშაობს. 

ქეივის ბოლო ნამუშევარი Skeleton Tree 2016 წელს გამოვიდა და იმავე წელს Crack Magazine-ის წლის საუკეთესო ალბომად დასახელდა. 

კომენტარები