ხაჭაპური

"ხაჭაპურის ტრადიციას" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

flickr.com

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, საქართველოში "ხაჭაპურის ტრადიციას" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სტატუსის მინიჭების ინიციატორია შპს „გუნდა“ და მოქალაქეები - ნ. დოლიძე და ლ. ქოქიაშვილი.

"საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში “Sirha 2019”, სადაც აღნიშნული ორგანიზაცია და კერძო პირები, გამოფენის ფარგლებში წარადგენენ ქართულ ხაჭაპურს. 

ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათი და კვებითი რაციონისა და ქართული რიტუალის შემადგენელია. აღნიშნული ელემენტისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მისი დაცვის მექანიზმად შეიძლება მოვიაზროთ. მნიშვნელოვანია ხაჭაპურის საქართველოს მიერ პოპულარიზაცია რათა გაიზარდოს მისი, როგორც ქართული პროდუქტის ცნობადობა საერთაშორისო სივრცეში" - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

კომენტარები