შინაური ცხოველები

დაკარგული ძაღლი სახლში სხვა ძაღლთან და თხასთან ერთად დაბრუნდა - ვიდეო

აშშ-ის შტატ კანზასში დაკარგული ლაბრადორი სახლში სხვა ძაღლთან და თხასთან ერთად დაბრუნდა.

კაილ კრიერის თქმით, მისი ოჯახის შავი ლაბრადორი სახელად ბო ეზოში სეირნობისას გაიქცა. გაქცევის შემდეგ ოჯახის წევრებმა ძაღლი ყველგან ეძებეს, თუმცა უშედეგოდ, ამიტომ ჩათვალეს რომ ძაღლი დაიკარგა.

მეორე დღეს ლაურა კრიერს დაურეკეს და უთხრეს, რომ მათი სახლიდან დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით შავი ძაღლი იყო, რომელთან ერთადაც სხვა ძაღლი და თხაც იყო

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=35&v=sdyVrUg84zs]

."ჩემმა ცოლმა დამირეკა და ყველაფერი მიამბო, მაშინვე მივხვდი რომ სხვა ძაღლთან და თხასთან ერთად ჩვენი ლაბრადორიც იყო. მაშინვე წავედი და სამივე ცხოველი სახლში წამოვიყვანე", - თქვა კაილ კრეირმა.

კომენტარები