ბარსელონას ტრანსფერი

კატალონიის "ბარსელონამ" ამსტერდამის "აიაქსის" ტალანტი შეიძინა

კატალონიის "ბარსელონამ" ამსტერდამის "აიაქსის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ფრენკი დე იონგი შეიძინა. ამ ინფორმაციას ორივე კლუბის ოფიციალური საიტები ადასტურებენ.

21 წლის ამომავალი ვარსკვლავის სანაცვლოდ, ბარსელონამ 75 მილიონი ევრო გადაიხადა. ბონუსების სახით, "აიაქსი" დამატებით 11 მილიონ ევროსაც მიიღებს. დე იონგი სეზონს "აიაქსში" ჩაამთავრებს და ახალ კლუბს მომდევნო სეზონიდან შეუერთდება. ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა ბარსელონასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფრენკი დე იონგი ყველაზე ძვირადღირებული ჰოლანდიელი ფეხბურთელი გახდა. სავარაუდოდ, ბარსელონაში ნახევარმცველის წლიური ანაზღაურება 16 მილიონი ევრო იქნება.

კომენტარები