საგარეო საქმეთა სამინისტო

საქართველომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა

საქართველომ ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა.

ამის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა Twitter-ით გაავრცელა. 

"ვენესუელაში ჩატარებული არალეგიტიმური არჩევნების ფონზე, საქართველო ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად აღიარებს. საქართველო მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს და მხარს უჭერს ვენესუელელ ხალხს მათ ბრძოლაში დემოკრატიის და თავისუფლებისთვის",- წერს ზალკალიანი. 

შეგახსენებთ, რომ ვენესუელის ნაციონალური ასამბლეის ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდოს მხარს უჭერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი თქმით, გუადიოქვეყნის ოფიციალური და ლეგიტიმური მმართველია. 

კომენტარები