თავდასხმა ფლორიდაში

ფლორიდის ბანკში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა

CBS

ფლორიდის შტატში, ქალაქ სებრინგში მდებარე ბანკ SunTrust-ს შეიარაღებული პირი დაესხა თავს. 21 წლის ზეფენ ხავიერმა ბანკში მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანა და ცეცხლი გახსნა. ბანკში იმ დროისათვის 5 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით ხუთივე გარდაიცვალა.

თავდამსხმელი პოლიციას მას შემდეგ ჩაბარდა, რაც მათ შენობა შტურმით აიღეს. თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები