უკრაინა-რუსეთი

კიევის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო

იანუკოვიჩი და პუტინი სოჭში
Михаил Маркив / РИА Новости

კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატში, ომის წამოწყებასა და ქვეყნის საზღვრების სუვერენიტეტის ხელყოფაში დაადანაშაულა. 

ობოლონსკის რაიონულმა სასამართლომ იანუკოვიჩი დამნაშავედ 3 ბრალდებაში ცნო - სახელმწიფო ღალატი, ომის წამოწყებაში თანამონაწილეობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში მონაწილეობის მიღება, რამაც შედეგად ხალხის სიკვდილი გამოიწვია.

პროკურატურა იანუკოვიჩისთვის 15-წლიან პატიმრობას ითხოვს. სასამართლო სასჯელის შეფარდებაზე ჯერ კიდევ მსჯელობს. განაჩენი დაუსწრებლად მიიღება, რადგან იანუკოვიჩი უკრაინაში არ იმყოფება. 

მოსკოვთან ურთიერთობების გაღრმავების შემდეგ კიევში ევრომაიდანზე პროდასავლელმა დემონსტრანტებმა აქციები გამართეს, რის შედეგადაც 2014 წლის თებერვალში იანუკოვიჩი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა და რუსეთში გაქცეულიყო.

კომენტარები