მარიო ვარგას ლიოსა

ნობელიანტი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა სექტემბერში თბილისს ეწვევა

0 კომენტარი
მარიო ვარგას ლიოსა სამუშაო ოთახში ფოტო: El Pais

82 წლის ნობელიანტი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა წელს, სექტემბრის შუა რიცხვებში თბილისს ეწვევა. ინფორმაცია ამის შესახებ წიგნის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.

პერუელი პროზაიკოსი საქართველოში წიგნის ეროვნული ცენტრის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერვანტესის ფონდის ერთობლივი მოწვევით ჩამოდის. ვიზიტის მხარდამჭერია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. პროექტის სპონსორია სასტუმრო "სტამბა".

წიგნის ცენტრის ცნობით, ორგანიზაცია კიდევ ერთ ცნობილ მწერალთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა მის ვინაობას ჯერჯერობით არ ამხელენ. 

გარდა მხატვრული ლიტერატურისა, ნობელის ლაურეატი მწერალი დაუზარებლად იბრძვის სამოქალაქო თავისუფლებებისთვის და თანამედროვე მსოფლიოს ერთერთ გამორჩეულ მოაზროვნედ ითვლება. 

ლიოსა პოლიტიკური აქტიურობითაც გამოირჩევა. მან 1990 წელს პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი, თუმცა ალბერტო ფუხიმორთან დამარცხდა. 

2010 წელს ლიოსას ნობელის პრემია "სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის" მიანიჭეს.

ქართულ ენაზე მისი არაერთი ნოველაა ნათარგმნი, მათ შორის, "ცუდი გოგოს ოინები", "ვაცის ნადიმი", "ხუთი კუთხე", "ქალაქი და ძაღლები", "დეიდა ხულია და სცენარისტი" და ა.შ. 

წაიკითხეთ ასევე: 

პოლიტკორექტურა თავისუფლების მტერია - ლიოსა ლიბერალიზმზე, ლიტერატურასა და თავისუფლებაზე

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები