რეკლამა

ყაზტრანსგაზი: გაზქურაზე გადმოსულმა ყავამ გაზი ჩააქრო, რის გამოც, ბუნებრივმა აირმა გაჟონა

ყაზტრანსგაზ-თბილისის ინფორმაციით, თბილისში, ერთერთ ბინაში გაზქურაზე გადმოსულმა ყავამ გაზი ჩააქრო, რის გამოც, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. 

"ცხელ ხაზზე ყაზბეგის 47-ბ კორპუსიდან შევიდა შეტყობინება გაზის გაჟონვის შესახებ. სპეციალისტები ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ, მაგრამ ბინა, რომელშიც მოხუცი ქალი იყო და ადგომას ვერ ახერხებდა, გარედან დახვდათ დაკეტილი.

მომვლელი ქალის მოსვლის შემდეგ სპეციალისტები ბინაში შევიდნენ, სადაც ასეთი სურათი დახვდათ: გაზქურაზე იდგა ყავის მადუღარა. როგორც გაირკვა, გადმოსულმა ყავამ გაზი ჩააქრო და გაზმა გაჟონვა დაიწყო. რომ არა "ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტების სწრაფი რეაგირება, მოხუცისა და მისი მეზობლების ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნებოდა" - აცხადებს კომპანია.

კომენტარები