კრიმინალი

სოფელ სულორში მამის მკვლელობის ბრალდებით 32 წლის კაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა მამის მკვლელობის ბრალდებით 32 წლის კაცი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 25 იანვარს, ვანის რაიონის სოფელ სულორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბ.კ.-მ, მამას - 1960 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა.კ. მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალდება 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები