სალვადორ დალი

დალის ექსცენტრიული კულინარიული წიგნი 40 წლის შემდეგ თავიდან გამოიცემა

0 კომენტარი
ფოტო: My Modern Met

ლეგენდარულმა, ექსცენტრიულმა ესპანელმა მხატვარმა, სალვადორ დალიმ, ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში თქვა, რომ მას შეფ მზარეულობა სურდა. 1973 წელს კი, Les Diners de Gala-ს გამოქვეყნებით მას ოცნება ფაქტობრივად აუხდა - ეს არის კულინარიული წიგნი სურეალისტური ილუსტრაციებითა და რეცეპტით, რომელსაც დალი თავის მეუღლე გალასთან ერთად წვეულებებისთვის ამზადებდა. წვეულებები გამორჩეული იყო თავისი სიმდიდრითა და კოსტუმირებული სტუმრებით. 

გამომცემლობა Taschen-მა გადაწყვიტა, თავიდან გამოეცა ეს კულინარიული წიგნი, რომლის წინასაწარ შეკვეთაც შეგიძლიათ. თავდაპირველი გამოცემიდან მხოლოდ 400 ეგზემპლარია შემორჩენილი.

 

მათ, ვისაც სურს, რომ სადილები დალის სტილში მოამზადონ, მოუწევთ დიეტა გვერდით მოისროლონ, რადგან დალი წერს: 

"ნუ მოძებნით ამ წიგნში დიეტურ ფორმულებს. ჩვენ უგულებელვყოფთ ისეთ სუფრებს, სადაც ქიმია გასტრონომიას ანაცვლებს. თუკი თქვენ ის კალორიების მთვლელი ხართ, რომელიც ჭამით მიღებულ სიამოვნებას დასჯის მეთოდად აქცევს, ამ წამსვე დახურეთ ეს წიგნი. ის ძალიან ცოცხალი, ძალიან აგრესიული და მეტისმეტად გამოუსადეგარია თქვენთვის"

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები