სექსუალური შევიწროება

Bohemian Rhapsody-ს რეჟისორს არასრულწლოვანი ბიჭების სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბრაიან სინგერი
AFP

ამერიკელი რეჟისორი ბრაიან სინგერი არასრულწლოვანი ბიჭების სექსუალურად შევიწროებაში და გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. The Atlantic წერს, რომ 50 პირს ესაუბრა, მათ შორის 4 კაცს, რომლებმაც ამ თემაზე პირველად ისაუბრეს. ორმა მათგანმა თქვა, რომ სინგერთან სექსუალური ურთიერთობა 1997 წელს ჰქონდათ როდესაც 15 და 17 წლისები იყვნენ. ამ დროს რეჟისორი 30 წლის იყო და როგორც თავად ამბობენ ბიჭების ასაკი იცოდა.

რეჟისორი ბრალდებებს უარყოფს:

"როდესაც ბოლოს ვისაუბრე ამ თემაზე Esquire magazine აპირებდა ჰომოფობი ჟურნალისტის სტატიის გამოქვეყნებას, თუმცა ფაქტების შესწავლის შემდეგ აღარ დაუბეჭდავთ. ამის შემდეგ ავტორმა სტატია The Atlantic-ს მიჰყიდა. სამწუხაროა, რომ The Atlantic-ის ჟურნალისტური სტანდარტი ასე დაეცა. ეს ისტორია იმეორებს იმ შეთხზულ სარჩელს, რომლის მიზანიც ჩემი რეპუტაციის შელახვა და ფულის და ყურადღების სანაცვლოდ სხვადასხვა პირების მიერ ტყუილის თქმა იყო. გასაკვირი არაა, რომ როდესაც Bohemian Rhapsody ჯილდოებს იღებს, ეს ჰომოფობიეური სტატია ცდილობს მისი წარმატება გამოიყენოს." თქვა რეჟისორმა.

მიუხედავად ამისა ფილმი GLAAD Media Awards-იდან, რომელიც ყოველწლიურად ლგბტ თემის წარმოდგენისათვის ფილმებს აჯილდოვებს, უკვე მოხსნეს.

შეგახსენებთ, რომ სინგერის ფილმებს შორის არის The Usual Suspects, Apt Pupul, X-men, X2, Superman Returns, X-men First Class, X-men Apocalypse და Bohemian Rhapsody რომელიც ოსკარის 5 კატეგორიაშია წარდგენილი, მათ შორის საუკეთესო ფილმის და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (რამი მალიქი). თუმცა, სინგერი ფილმიდან გადაღებების დასრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხსნეს. მიზეზად მისი მხრიდან ხშირი გაცდენები დასახელდა.

კომენტარები