ჩინეთი

ჩინეთში კარლ მარქსზე ანიმე შექმნეს [Video]

28 იანვარს ჩინეთში 7 ეპიზოდიანი ანიმე "ლიდერი" გამოვა, რომლის მთავარი გმირი კარლ მარქსია. ჩინური ანიმეს მიხედვით ის მაღალი, ლურჯ თვალება, კულულებიანი და უწვერული ყმაწვილია რომელიც ჩინურად საუბრობს. ანიმეში ნახავთ ფრიდრიხ ენგელსსაც.

მოქმედება 1818-1883 წლების ევროპაში ხდება და იმ პერიოდსაც მოიცავს, როდესაც მარქსმა "კომუნისტური მანიფესტი" და "კაპიტალის" პირველი ტომი გამოქვეყნა.

ანიმე კომუნისტი ახალგაზრდების ლიგის პროპაგანდის დეპარტამენტმა შექმნა და სამიზნე აუდიტორიას სწორედ ახალგაზრდა კომუნისტი ჩინელები წარმოადგენენ.

შემქმნელები ამბობენ, რომ ანიმეს მიზანია ახალგაზრდებს აჩვენოს, რომ "მარქსი არა მხოლოდ დიდი მოაზროვნე, არამედ რომანტიული და მეამბოხე სულის თინეიჯერიც იყო."

ანიმეს გამოსვლამდე უკვე გამოჩნდა მარქსის და ენგელსის ემოჯი და ანიმეზე დაფუძნებული კომიქსი და სპექტაკლები.

კომენტარები