ფილიპ ლამი

ფილიპ ლამი პირველი სპორტსმენია, რომელიც მიუნხენის საპატიო მოქალაქე გახდა

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ბაიერნის ყოფილი კაპიტანი ფილიპ ლამი მიუნხენის საპატიო მოქალაქე გახდა. ამის შესახებ ფეხბურთელმა გულშემატკივრებს "ტვიტერის" საშუალებით აცნობა.

"პირველი სპორტსმენი გავხდი, რომელსაც საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭეს. ეს ძალზე სასიხარულოა. მიუნხენი ჩემი მშობლიური ქალაქია. აქ მთელი ცხოვრება გავატარე და ბევრი რამ გადამხდა. მიუნხენის მადლიერი ვარ", - განაცხადა ლამმა.

ლამმა მთელი პროფესიული კარიერა ბაიერნში გაატარა და ამ კლუბის მაისურს 16 წელიწადი ატარებდა. ამ ხნის განმავლობაში, მან გუნდთან ერთად 21 ტიტული მოიგო. 2014 წელს, ფილიპ ლამმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მან კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა.

კომენტარები