ალექსანდია ოკასიო-კორტეზი

ოკასიო-კორტეზი: მსოფლიოს აღსასრული 12 წელიწადში დადგება, თუ კლიმატის ცვლილებას არ მივხედავთ

0 კომენტარი
ალექსანდრია ოკასიო-კორტეზი ფოტო: Comedy Centra

ახალბედა დემოკრატმა კონგრესმენმა ალექსანდრია ოკასიო-კორტეზმა ინტერვიუში თქვა, რომ ახალგაზრდებს კლიმატის ცვლილების თაობაზე თამამი გადაჭრის გზები სურთ, რადგან გლობალური დათბობა პლანეტას რამდენიმე წელიწადში გაანადგურებს:

"მილენიალები და მსგავი თაობები ჩვენ შემოგვცქერიან და ჩვენ: "მსოფლიოს აღსასრული 12 წელიწადში დადგება თუ კლიმატის ცვლილების საკითხს არ მივხედავთ და ჩვენი ყველაზე დიდი სადარდებელი ისაა, როგორ დავაფინანსებთ ამას?"" თქვა კორტეზმა.

მისი რეპლიკა გასულ წელს გამოქვეყნებულ გაეროს კლიმატის ცვლილების ანგარიშს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, თუ გამონაბოლქვი არ შემცირდება, 12 წელიწადში კლიმატის ცვლილება შეუქცევადი პროცესი გახდება.

კორტეზი ამ საკითხის მიმართ გულგრილობაში ტრამპთან ერთად საკუთარი პარტიის წევრებსაც ადანაშაულებს.

"ახლანდელი ადმინისტრაცია არსებულ სიტუაციაში პასუხისმგებლობას თავს არიდებს და არა მხოლოდ ისინი. ის ხალხიც კი, ვინც საკუთარ თავს ლიბერალს და დემოკრატს უწოდებს, თავს არიდებს ამ პასუხისმგებლობას. ამიტომ მგონია, რომ აქტივისტებმა ცეცხლი უნდა ვაფრქვიოთ." თქვა მან.

29 წლის ალექსანდრია ოკასიო-კორტეზი ყველაზე ახალგაზრდა კონგრესმენი ქალია აშშ-ის ისტორიაში. მისი შეხედულებები ხშირად გაუკრიტიკებიათ როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს. კორტეზმა წარმოაყენა იდეა, რომ კონგრესში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს სამომავლოდ პრაიმერისში სხვა კანდიდატები დაუპირისპირდნენ. კორტეზი წარსულშიც მონაწილეობდა იმ დროისათვის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის უმცირესობის ლიდერის, ნენსი პელოსის ოფისთან გამართულ აქციაში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ამას, და კორტეზის ხშირად რადიკალურ მემარცხენე შეხედულებებს, მისი მისამართით კრიტიკა მოჰყვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები