ვიქტორ იანუკოვიჩი

ვიქტორ იანუკოვიჩს სახელმწიფო ღალატისთვის 13 წელი მიესაჯა

ვიქტორ იანუკოვიჩი
tass

კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 13-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

სახელმწიფო ღალატის გარდა, ობოლონსკის რაიონულმა სასამართლომ იანუკოვიჩი კიდევ ორ ბრალდებაში - ომის წამოწყებაში თანამონაწილეობასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში მონაწილეობის მიღებაში ცნო დამნაშავედ. 

პროკურატურა იანუკოვიჩისთვის 15-წლიან პატიმრობას ითხოვდა. სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანა, რადგან იანუკოვიჩი უკრაინაში არ იმყოფება. 

მოსკოვთან ურთიერთობების გაღრმავების შემდეგ კიევში ევრომაიდანზე პროდასავლელმა დემონსტრანტებმა აქციები გამართეს, რის შედეგადაც 2014 წლის თებერვალში იანუკოვიჩი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა და რუსეთში გაქცეულიყო.

კომენტარები