facebook

Facebook -ი Whatsapp-ის, Instagram-ის და Messenger-ის ინტეგრირებას გეგმავს

0 კომენტარი
ფოტო: Arun Sankar/Agence France-Presse — Getty Images

ფეისბუქის დამფუძნებელი, მარკ ზაკერბერგი Whatsapp-ის, Instagram-ის და Facebook Messenger-ის ინტეგრირებას გეგმავს. 

თუმცა, როგოც ჩანს, სამივე ეს სერვისი მაინც გააგრძელებს დამოუკიდებელ აპლიკაციებად ფუნქციონირებას

ინფორმაცია New York Times-მა გაავრცელა. 

ფეისბუქი აცხადებს, რომ გუნდი მუშაობს, რათა ადამიანებს პლატფორმებს შორის დაკავშირება შეძლონ. 

"ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც დისკუსიისა და დებატების ფონზე მიმდინარეობს. ჩვენ ვმსჯელობთ დეტალებზე, თუ როგორ შეიძლება, ამ იდეამ იმუშაოს", - თქვა კომპანიის სპიკერმა. 

ცვლილებების შემდეგ ფეისბუქის მომხმარებელს საშუალება ექნება, დაშიფრული მესიჯი გაუგზავნოს მას, ვისაც, მაგალითად, მხოლოდ ვოთსაპის ანგარიში აქვს. 

თუმცა, ცვლილებებმა ასევე შესაძლოა გააჩინოს კითხვები პრივატულობასთან და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით - როგორ მოხდება დაკავშირება სხვადასხვა სერვისის მეშვეობით? დღესდღეობით WhatsApp სერვისით სარგებლობისთვის მომხმარებლებისგან ტელეფონის ნომრის შეყვანას ითხოვს. ფეისბუქი და ფეისბუქ-მესენჯერი ადამიანებისგან ითხოვენ, მხოლოდ ნამდვილი სახელით დარეგისტრირდნენ. როდესაც ფეისბუქის და ინსტაგრამის ანგარისები Whatsapp-თან სინქრონიზდება,შესაძლოა ბევრი ადამიანის კომფორტი დაირღვეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები