პრინცესას დღიურები 3

შესაძლოა პრინცესას დღიურები 3 გადაიღონ

Vogue

შესაძლოა პრინცესას დღიურები 3 გადაიღონ. ეს თვით ენ ჰეთევეიმ თქვა. დადასტურებული არაფერია, თუმცა, მსახიობი ამბობს, რომ ეს მასაც და პროდიუსერ დებრა მარტინ ჩეიზსაც სურთ. 

"ჩვენ ყველას გვსურს, ეს მოხდეს. თუმცა, არ გვინდა, მუშაობა იქამდე დავიწყოთ, ვიდრე ყველაფერი იდეალურად არ მომზადდება. არ გვსურს, დეტალებზე იქამდე ვისაუბროთ, ვიდრე მზადების პროცესი დასრულდება, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ", - თქვა მსახიობმა.  

პრინცესას დღიურების პირველი ფილმი 2001 წელს გადაიღეს. ის 15 წლის გოგოს, მიას შესახებაა, რომელსაც სან ფრანცისკოში ჩვეულებრივი ცხოვრება აქვს. მამის გარდაცვალების შემდეგ კი შეიტყობს, რომ მამა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის პრინცია, თავად კი სამეფო ტახტის მემკვიდრე. მია ცდილობს, სამეფო მანერები და ეტიკეტი ისწავლოს. 

სავარაუდოდ ფილმში მონაწილეობას დეიმ ჯული ენდრიუსიც მიიღებს, რომელმაც ორივე ფილმში მიას ბებიის, ჯენოვიის დედოფლის როლი შეასრულა. 

კომენტარები