კრიმინოგენული ვითარება

კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით, ენმ პრემიერმინისტრს პარლამენტში იბარებს

პარლამენტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს პარლამენტში იაბრებს. საპარლამენტო ფრაქცია პრემიერმინისტრს პლენარულ სხდომაზე 22 მარტს ელოდება, რათა პრემიერისგან მოისმინონ პასუხები, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების მკვეთრი ზრდა.

ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილი კრიმინოგენული ვითარების საკითხთან დაკავშირებით, 25 იანვარს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობა“-მ, საქართველოს
პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიხედვით მინიჭებული უფლებამოსილების
ფარგლებში, ინტერპელაციის წესით, საპარლამენტო სესიაზე პრემიერ-მინისტრი მამუკა
ბახტაძე დაიბარა. ინტერპელაცია წარმოადგენს საპარლამენტო კონტროლის ახალ მექანიზმს. რეგლამენტის მიხედვით, ფრაქცია უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებს მიმართოს კონკრეტული შეკითხვით. შეკითხვის ადრესტი კი, ვალდებულია შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარდგება წელიწადში ოთხჯერ- საგაზაფხულო სესიის მარტისა და მაისის და საშემოდგომო სესიის სექტემბრისა და ნოემბრის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს." - წერია ენმ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები