ნინოობა

დღეს ნინოობას ქართველი კათოლიკეებიც აღნიშნავენ

კათოლიკე ეკლესია საქართველოში

ქართველი კათოლიკეები წმიდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავენ. წმიდანებს, რომლებიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა გაყოფამდე ცხოვრობდნენ, ორივე ეკლესია თანაბრად მიაგებს პატივს.

ქართველ კათოლიკეთა, ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის გერბზე წმიდა ნინოს ვაზის ჯვარია გამოსახული.

საქართველოში არსებობს წმიდა ნინოს სახელობის კათოლიკური ტაძარი. წმიდა ნინოს გამოსახულებები მრავლად გვხვდება საქართველოში მდგარ კათოლიკურ ტაძრებში. არსებობს წმიდა ნინოს სახელობის კათოლიკური ორდენიც. 

კომენტარები