აქცია

"სასამართლოს გადასარჩენად" - თბილისში დღეს აქცია გაიმართა

"სასამართლოს გადასარჩენად" - სასტუმრო რედისონთან დღეს სასამართლო სისტემაში ცვლილებების მოთხოვნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა.

დღეს სასტუმრო “რედისონში”, პარლამენტარები, იუსტიციის საბჭოს წევრები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურების განსახილველად შიკრიბნენ.

"ხელისუფლება სამუშაო ჯგუფში ჯდება იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ცდილობდნენ, ამ ქვეყნისთვის უვადოდ მიესაჯათ უსამართლო და მორჩილი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. ცრუ და არაფრისმომცემი სამუშაო ფორმატები საზოგადოებრივი პროტესტის შესუსტებას და კოსმეტიკური ცვლილებებით, იმავე ჯგუფის ინტერესების გატარებას ემსახურება. 
ხელისუფლებამ და სასამართლომ უნდა დაინახოს, რომ საზოგადოება რეალურ ცვლილებას ითხოვს. ეს ცვლილება კი სასამართლოში გაბატონებული კლანის პირობებში ვერ მიიღწევა." - ამბობენ აქციის მონაწილეები.

 

კომენტარები