ფილიპინები

ფილიპინებში, კათოლიკურ ეკლესიასთან აფეთქებებს 27 ადამიანი ემსხვერპლა

bbc

ფილიპინებზე, კათოლიკურ ეკლესიასთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა.

BBC-ის ცნობით, აფეთქება ფილიპინების სამხრეთით, სოლოს კუნძულზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან 20 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო 7 სამხედრო პირია. დაშავდა ათობით ადამიანი. 

პირველი ბომბი მაშინ აფეთქდა, როდესაც ეკლესიაში წირვა მიმდინარეობდა. მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა ეკლესიასთან ახლოს გაჩერებულ ავტომობილში ამოქმედდა. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. 


ფოტო: bbc

კომენტარები