ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 28 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

0 კომენტარი

ხვალ, 28 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას" ასახელებს. 

ვაკის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკო ნიკოლაძის, ქიაჩელის, კოსტავას, მელიქივილის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, II მიკრორაიონების, ხიზანიშვილის, ქერჩის, ფორე მოსულიშვილის და აკაკი ვასაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის (ნაწილობრივ) და სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), წყალტუბოს, მირცხულავას და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეტრიწის, მეფე მირიანის და სტრაბონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), გივი კარტოზიას, მიხეილ თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, უნივერსიტეტის, ზაქარიაძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩახრუხაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება",- აცხადებენ თელასში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები