NDI-ის კვლევა

NDI: 38%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, 30% თვლის, რომ არაფერი იცვლება

benjielayug.com

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, 38% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 

გამოკითხულთა 30% ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. 

29%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. 

გამოკითხულთა უმეტესი, 81%-ის აზრით, არასწორი გზით განვითარება ფასების ზრდის/ინფლაციის ნაწილს ეხება. 15% ფიქრობს, რომ ამ მხრივ ვითარება უცვლელია და მხოლოდ 4% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ინფლაციის კუთხით სწორ გზას ადგას. 

47%-ის პროცენტის აზრით, ქვეყანა არასწორი გზით მიდის ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. 45% ფიქრობს, რომ მდგომარეობა უცვლელია, 4%-ის აზრით, სწორი ნაბიჯები იდგმება. 

გამოკითხულთა აზრით, ყველაზე სწორად საქართველოში სიტყვის თავისუფლების კუთხით იდგმება ნაბიჯები - 44% ფიქრობს, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით სწორი გზით ვითარდება. 31% ფიქრობს, რომ ვითარება უცვლელია, 19%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 

  • ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება - სწორი გზით მიდის - 42%, საერთოდ არ იცვლება - 29%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 26%; 
  • ევროკავშირში გაწევრიანება - სწორი გზით მიდის - 38%, საერთოდ არ იცვლება - 37%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 13%; 
  • მედიის დამოუკიდებლობა - სწორი გზით მიდის - 37%, საერთოდ არ იცვლება - 32%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 19%; 
  • განათლება - სწორი გზით მიდის - 35%, საერთოდ არ იცვლება - 30%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 28%; 
  • ადამიანის უფლებები - სწორი გზით მიდის - 30%, საერთოდ არ იცვლება - 35%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 29%; 
  • ნატოში გაწევრიანება - სწორი გზით მიდის - 29%, საერთოდ არ იცვლება - 41%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 15%; 
  • სამართლიანი არჩევნები - სწორი გზით მიდის - 28%, საერთოდ არ იცვლება - 29%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 35%; 
  • სასამართლო სისტემა - სწორი გზით მიდის - 16%, საერთოდ არ იცვლება - 30%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 33%; 
  • კორუფცია - სწორი გზით მიდის - 15%, საერთოდ არ იცვლება - 34%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 34%; 
  • კრიმინალი - სწორი გზით მიდის - 13%, საერთოდ არ იცვლება - 29%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 53%; 
  • პენსიები - სწორი გზით მიდის - 12%, საერთოდ არ იცვლება - 47%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 38%; 
  • სამუშაო ადგილები - სწორი გზით მიდის - 11%, საერთოდ არ იცვლება - 44%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 43%; 
  • სიღარიბე - სწორი გზით მიდის - 7%, საერთოდ არ იცვლება - 40%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 53%; 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

კომენტარები