NDI-ის კვლევა

NDI: უმრავლესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია

speakerstones

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია - ეს პასუხი 51%-მა პირველ ადგილზე მიუთითა. 

  • 38%-ის აზრით, ეროვნული მნიშვნელობის საკითხი სიღარიბეა;
  • 37%-ის აზრით - ფასების ზრდა/ინფლაცია;
  • 27%-ის აზრით, ტერიტორიული მთლიანობა;
  • 25% - პენსიები;
  • 18% - ხელფასები;

NDI მიუთითებს, რომ ეს ტოპ 6 ეროვნული საკითხი 2009 წლის შემდეგ უცვლელია.  

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

კომენტარები