გროტოლე

AIRBNB იტალიაში სამი თვით ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდით

გროტოლე

Airbnb იტალიის ერთ-ერთ ქალაქში, გროტოლეში სამი თვით ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდით.

კომპანია 4 ადამიანს აარჩევს, რომლებიც გროტოლეში წავლენ, იქ იცხოვრებენ და ენისა და მზარეულობის კურსებსაც დაესწრებიან.

გროტოლეში წლის განმავლობაში ძალიან ცოტა ტურისტი ჩადის, ქალაქში 600 ცარიელი სახლია და მხოლოდ 300 მუდმივი მაცხოვრებელი. Airbnb-ის სურს, რომ გროტოლეს ცნობადობა გაზარდოს და ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი ადგილი გახადოს, სწორედ ამიტომ უშვებს ადამიანებს 3 თვით იქ საცხოვრებლად.

"Airbnb ოთხ ადამიანს დაგიფინანსებთ უნიკალურ შესაძლებლობას წახვიდეთ იტალიის სოფელ გროტოლეში და ნახოთ როგორია იტალიის სასოფლო ცხოვრება. ისწავლე როგორ ისაუბრო, მოიქცე და მოამზადო იტალიურად. შენი მიზანი არის რომ ახალი სიცოცხლე შთაბერო გროტოლეს", - წერია საიტზე.

აპლიკაციების გაგზავნა პროგრამაში მონაწილეობისთვის 17 თებერვლამდე არის შესაძლებელი.

კომენტარები