NDI-ის კვლევა

NDI: ახალი ამბების გაშუქებისას იმედს მოსახლეობის 20% არ ენდობა, რუსთავი 2-ს 27%

0 კომენტარი
ფოტო: stlucianewsonline.com

​​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მიმდინარე მოვლენების და ახალი ამბების გაშუქებისას ტელეკომპანია "იმედს" მოსახლეობის 20% არ ენდობა, ხოლო რუსთავი 2-ს 27%.

გამოკითხულთა 5% სრულად ენდობა ორივე ტელევიზიის მიერ გაშუქებულ ახალ ამბებს, 21% ენდობა "იმედს", ხოლო 15% რუსთავი 2-ს. რაც შეეხება ნეიტრალურ დამოკიდებულებას, აქ ამ ორ ტელევიზიას დაახლოენით ერთნაირი მაჩვენებელი აქვს - 44% იმედს და 41% რუსთავი 2-ს.

გამოკითხულებმა პასუხი "არ ვენდობი" ყველაზე ნაკლებად დააფიქსირეს ტელეკომპანია პირველის შემთხვევაში - 11%. ამ ტელევიზიას 13% ენდობა, ხოლო 44%-ს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს.

რაც შეეხება ნდობის მაჩვენებელს სხვა ტელევიზიების შემთხვევაში - მოსახლეობის 12% ენდობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, 11% ობიექტივს, 9% მაესტროს, 8% პალიტრას, აჭარის ტელევიზიასა და კავკასიას.

ამასთან გამოკითხული მოსახლეობის 64% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ტელეარხები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას. ეს მაჩვენებელი 2018 წლის მარტში 68% იყო, 2017 წლის დეკემბერში კი 60%.

დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 25% მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს რუსთავი 2, 10%-ის აზრით კი "იმედი". 37% ფიქრობს, რომ რუსთავი 2 ზოგჯერ ავრცელებს დეზინფორმაციას, 12%-ის აზრით კი არასდროს. რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედს", გამოკითხულთა 46%-ის აზრით, არხი ზოგჯერ ავრცელებს დეზინფორმაციას, 17%-ის აზრით კი არასდროს.

აღსანიშნავია, რომ "ობიექტივი" დეზინფორმაციის გამავრცელებლად მხოლოდ 6%-ს მიაჩნია, 5% კი მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი, კავკასია და ტვ პირველი ავრცელებენ.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები