ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში დაქვეითდა

როგორც მოსალოდნელი იყო, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში დაქვეითდა. 26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობას მესამე წრეში გამოეთიშა, ორი საფეხურით უკან დაიხია და ამჟამად 1 820 ქულით 22-ე ადგილზეა.

საქართველოს პირველი ჩოგანი მელბურნში ბერძენ სტეფანოს ციციპასთან 1/16-ფინალური შეხვედრაში დამარცხდა. ბასილაშვილს ქულებით ესპანელმა რობერტო ბაუტისტა აგუტმა, ბელგიელმა დავიდ გოფინმა და ფრანგმა ლუკა პუიმ გაუსწრეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილაშვილის საუკეთესო შედეგი ATP-ის რეიტინგში მე-20 ადგილია. ქართველი ჩოგბურთელი 3-10 თებერვალს სოფიაში ითამაშებს, სადაც სავარაუდოდ, მე-5 ნომრად იქნება განთესილი.

კომენტარები