NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 29% ინტერნეტს არასდროს იყენებს, 54% ყოველ დღე

0 კომენტარი
ფოტო: P. Seeger / picture-alliance/dpa/

​​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლების 29% ინტერნეტს არასდროს იყენებს. ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ გახდა ცნობილი.

კითხვას - "რამდენად ხშირად იყენებთ ინტერნეტს?", გამოკითხულები პასუხობენ:

  • ყოველ დღე - 54%
  • კვირაში ერთხელ მაინც - 9%
  • თვეში ერთხელ მაინც - 1%
  • უფრო იშვიათად - 6%
  • არასდროს - 29%
  • არ ვიცი ინტერნეტი რა არის - 1%

ამასთან, ყველაზე ხშირად, კვირაში ერთხელ მაინც, ინტერნეტს თბილისში (81%) და დიდ ქალაქებში (72%) იყენებენ, შემდეგ მოდის პატარა ქალაქები (62%), უმცირესობების დასახლებები (50%) და სოფლები (48). 

რაც შეეხება გასულ წლებს, NDI-ის წინა გამოკითხვების მიხედვით, ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი ასეთი იყო:

  • 2018 წლის ივნისი: 54% ყოველ დღე, 28% არასდროს;
  • 2018 წლის მარტი: 51% ყოველ დღე, 31% არასდროს;
  • 2017 წლის დეკემბერი: 61% კვირაში ერთხელ მაინც, 36% უფრო იშვიათად;
  • 2017 წლის ივნისი: 49% ყოველ დღე, 29% არასდროს;
  • 2016 წლის ივნისი: 46% ყოველ დღე, 32% არასდროს;
  • 2015 წლის აპრილი: 44% კვირაში რამდენჯერმე, 45% - არ ვიყენებ ინტერნეტს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები