საატესტატო გამოცდები

წელს მე-11 კლასში, ხოლო 2020 წელს მე-12 კლასში, გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება

education.ge

გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ცნობით, წელს მე-11 კლასელებს საატესტატო გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ, მაგრამ დარჩენილ გამოსაშვებ გამოცდებს მე-12 კლასელები წელს მაინც ჩააბარებენ.

განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციისას, სოფო გორგილაძემ აღნიშნა, რომ 2020 წელს მე-12 კლასშიც მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები. მისივე თქმით, ატესტატს სკოლა გასცემს აკადემიური მოსწრების საფუძველზე, - "სკოლას უნდა დავუბრუნოთ, რაღაც პასუხისმგებლობა, ანგარისშვალდებულება და როლი, სკოლამ თავის თავზე უნდა აიღოს ის, თუ როგორ უნდა გასცეს ატესტატი", - თქვა გორგოძემ.

"რაც შეეხება იმ პირებს, ვინც ჩაიჭრა ან ვერ გამოცხადდა გამოცდაზე მე-11 კლასში, მათ რა თქმა უნდა ისევ ექნებათ უფლება რომ გამოვიდნენ გამოცდაზე, მაგალითად თუ მე-11 კლასში რომელიმე საგანში ჩაიჭრნენ, მათთვის უზრუნველვყოფთ გამოცდების ჩატარებას", - ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფო გორგოძე.

კომენტარები