NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, კარგი სამსახურისთვის ნაცნობობა ყველაზე მნიშვნელოვანია

0 კომენტარი

​​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 37% მიიჩნევს, რომ კარგი სამსახურის საშოვნელად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაცნობობაა.

კითხვაზე - "ამ პირობებიდან რომელი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად?", გამოკითხულებმა ასე უპასუხეს:

  • ნაცნობობა - 37%
  • პროფესიონალიზმი/სამუშაო გამოცდილება - 23%
  • უცხოეთში მიღებული განათლება - 9%
  • ნიჭი - 8%
  • შრომისმოყვარეობა - 7%
  • გამართლება - 6%
  • საქართველოში მიღებული განათლება - 5%
  • საჭირო ხალხის პატივისცემა - 3%
  • ასაკი - 0%
  • სქესი - 0%
  • სხვა - 0%
  • არ ვიცი - 1%

NDI დაინტერესდა მოსახლეობის აზრითაც იმის შესახებ, თუ რა არის წარმატებული ფორმულა ბიზნესისთვის. 22% მიიჩნევს, რომ ეს არის პროფესიული უნარები და გამოცდილება, 21%-ის აზრით კი განათლება. 16% მიიჩნევს, რომ წარმატებული ბიზნესის ფორმულა პოლიტიკური კავშირებია, 12%-ის აზრით კი შრომისმოყვარეობა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები