სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენცია

ზურაბიშვილი: ევროკავშირს უნდა მოვთხოვოთ, ზოგ ფორმატში გაწევრიანებამდე შეგვიყვანონ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ ევროკავშირთან უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები, რათა წვვრობამდე "წინმსწრებად შეგვიყვანონ ყველა იმ ფორმატში, სადაც არის საქართველოს ადგილი". 

"ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ჩართული საქართველოში სხვადასხვა მხრივ და საქართველო ევროპაში უნდა იყოს უფრო გამოჩენილი.

ჩვენ ვართ იმ სამ ქვეყანას შორის, რომელსაც დღეს აქვს ასოცირების ხელშეკრულება და ამ სამი ქვეყნიდან უფრო წინ მდგომი ვართ სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე. ჩვენ ეს სტატუსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ევროკავშირმა შეგვიქმნას პირობები, რომ მაქსიმალურად გამოყენებული იყოს ეს სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოვითხოვოთ, მოვილაპარაკოთ, რომ წინმსწრებად შეგვიყვანონ ყველა იმ ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილი არის და აღიარებუალია, სანამ წევრობაზე და კანდიდატობაზე გვექნება საუბარი. ამის მოდელები არსებობს, „ერასმუსში“ ვართ წევრი და გვითხრეს, რომ აქ მონაწილეობის ციფრებს გაზრდიან. „ერასმუსი“ სტუდენტებისთვისაა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე, სადაც 21-23 იანვრის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები