არაბთა გაერთიანებული საემიროები

გაერთიანებულ საემიროებში გენდერული თანასწორობის ჯილდო მხოლოდ კაცება მოიგეს

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გენდერული თანასწორობის ჯილდოს ყველა გამარჯვებული კაცი გახდა.

სერთიფიკატები და მედლები არაბთა გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტის, შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტომის მიერ იქნა გაცემული.

დაჯილდოებულები არიან: ფინანსთა სამინისტროს, კონკურენტუნარიანობისა და სტატისტიკის ფედერალური სამსახურისა და ადამიანთა რესურსების სამინისტროს წარმომადგებელი კაცები.

პრემიერმინისტრის მოადგილე და შინაგან საქმეთა მინისტრი საიფ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანი "გენდერული თანასწორობის საუკეთესო პიროვნულ მხარდამჭერად" დასახელდა, რადგან მისი წყალობით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დეკრეტული შვებულება არსებობს.

“ჩვენ საემიროების ქალების წარმატებით ვამაყობთ და მათი როლი ქვეყნის მომავლის ჩამოყალიბებაა. გენდერული თანასწორობა ჩვენი სამთავრებო ინსტიტუტების საყრდენი გახდა", - ტვიტერზე წერს დუბაის მედია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა 2018 წლიდან მიიჩნევს, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროები გენდერული თანასწორობისთვის ყველაზე მაღალი რანგისა და ქალთა დასაქმების მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

კვლევებმა აჩვენა, რომ 1975 წელს შრომით ბაზარზე ათასი ქალი იყო, ხოლო 2015 წელს ეს რიცხვი 135 ათასამდე გაიზარდა. ასევე, ქალების 43%-ს, ხოლო კაცების 23%-ს აქვს ბაკალავრის ხარისხი. 

უფლებათა ჯგუფების მიხედვით, გენდერული დისკრიმინაცია ისევ დიდი პრობლემაა არაბთა გაერთიანებული საემიროებში, განსაკუთრებით კი იურიდიულ სისტემაში, რომელიც პრიორიტეტს კაცს ანიჭებს. ეს აისახება ქორწინებასა და განქორწინებაშიც. კანონი ასევე უშვებს ოჯახში ძალადობას, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს ისლამური სამართლით დაშვებულ ნორმას.

კომენტარები