სატელევიზიო შოუები

ქერი ბრედშოუ და ჯეფ ლებოვსკი - ლეგენდარული პერსონაჟები ლუდის რეკლამაში

ლუდის კომპანია Stella Artois-მა ახალი რეკლამა გადაიღო, რომელშიც სარა ჯესიკა პარკერი და ჯეფ პრიჯესი თავის ყველაზე ცნობილ პერსონაჟებს ასახიერებენ "სექსი დიდ ქალაქშიდან" და "დიდი ლებოვსკიდან". 

რეკლამაში თავდაპირველად პარკერის პერსონაჟი ქერი ბრედშოუ ჩნდება, რომელიც ბარში შედის და ყველას გასაოცრად, ჩვეული "კოსმოპოლიტენის" ნაცვლად, Stella Artois-ის ლუდს უკვეთავს. მოგვიანებით კი, ბარში ჯეფ ლებოვსკიც შემოდის, რომელიც ასევე ყველას გასაოცრად, არაყის ნაცვლად იმავე ლუდს უკვეთავს. 

კომენტარები