აშშ

პროფესორმა ჩინელ სტუდენტებს შესვენებაზე ინგლისურად ლაპარაკისკენ მოუწოდა, ის ჩამოაქვეითეს

0 კომენტარი
მეგან ნილი

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე დიუკის უნივერსიტეტის პროფესორი უნივერსიტეტიდან იმის გამო ჩამოაქვეითეს, რომ თავის ეთნიკურად ჩინელ სტუდენტებს შესვენებაზე ინგლისურად საუბარი სთხოვა. 

პროფესორ მეგან ნილის წერილმა უცხოელი სტუდენტებისადმი სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ნილი ბიოსტატისტიკის სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, სასწავლებელმა კი ოფიციალური ბოდიშის წერილი გამოაქვეყნა. 

მეგან ნილი თავის წერილში სტუდენტების მიმართ უცხოელი სტუდენტების მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ჩინურ ენაზე ხმამაღლა ლაპარაკის გამო წუხს. ნილის წერილი რასისტულ გამონათქვამებს არ შეიცავს. ის თავის ორ კოლეგაზე საუბრობს, რომლებმაც ეთნიკურად ჩინელი სტუდენტების სახელი და გვარები ჩაიწერეს, რადგან მათთან ერთად პროექტებზე მუშაობისგან თავი აერიდებინათ. აქედან გამომდინარე, ნილი წერდა, რომ თუ კი ისინი ინგლისურად არ ილაპარაკებენ, შესაძლოა, მათთვისვე იყოს ცუდი შედეგის მომტანი. 

ნილი თვლის, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ ენაზე ლაპარაკი, რომელიც ფაკულტეტის ყველა სტუდენტს არ ესმის, კარგი საქციელი არ არის და ეს შესაძლოა შეურაცხმყოფელიც კი იყოს. 

"საერთაშორისო სტუდენტებს... გევედრებით, გევედრებით, გევედრებით, შეეცადეთ, რომ ეს არასახარბიელო შედეგები მინიმუმამდე დაიყვანოთ, როდესაც გადაწყვეტთ, რომ ამ შენობაში ჩინურად ილაპარაკოთ,"- წერდა ის წერილში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები