დაკარგვა

3 წლის ბიჭის თქით, ტყეში ორი დღით დაკარგვისას გადარჩენაში დათვი დაეხმარა

სამი წლის ბიჭმა, რომელიც ორი დღის განმავლობაში ტყეში იყო დაკარგული, ოჯახსა და პოლიციას უთხრა რომ მას გადარჩენაში მეგობარი დათვი დაეხმარა.

ქეისი ჰეითევეი სამშაბათს ბებიის სახლის ეზოში ბავშვებს ეთამაშებოდა, შემდეგ კი დაიკარგა. მას ორი დღის განმავლობაში ოჯახის წევრები, მოხალისეები და პოლიციელები ვეტრმფრენებისა და დრონების საშუალებით ეძებდნენ. 2-დღიანი ძებნის შემდეგ 3 წლის ბიჭი ჩრდილოეთ კაროლინას ტყეში სრულიად სველი იპოვეს. 

პოლიციელისა და ბავშვის დეიდის თქმით, ქეისი სულ ამბობს რომ მას ტყეში მეგობარი დათვი ჰყავდა, რომელიც მას დაეხმარა.

"მან თქვა, რომ მას ტყეში მეგობარი ჰყავდა, რომელიც დათვი იყო და სულ მასთან ერთად იყო", - თქვა პოლიციელმა.

კომენტარები