ლიფტში გაჭედვა

ნიუ-იორკში 53 წლის ქალი ორი დღის განმავლობაში ლიფტში იყო გაჭედილი

BBC.com

ნიუ-იორკში 53 წლის ქალმა, მარიტეს ფორტალიცამ მთელი შაბათ-კვირა ლიფტში გაატარა.

მარიტეს ფორტალიცა მანჰეტენზე მდებარე თავისი დამსაქმებლის, მილიარდელი ვორენ სტივენსის სახლის ლიფტში პარასკევს საღამოს გაიჭედა. მაშველებმა ქალი ლიფტიდან ორშაბათს დილით გამოყვანეს. 

ქალი საავადყოფოში გადაიყვანეს. ახლობლების თქმით, მას დეჰიდრატაცია აქვს დაწყებული, სხვა მხრივ მისი ჯანმრთელობა სტაბილურია.

მარიტეს ფოტალიცა ვორენ სტივენსთან 18 წელია მუშაობს, ის ოფისში მიდიოდა როდესაც ლიფტში გაიჭედა. ქალის ოჯახი იმ დროს ქალაქში არ იმყოფებოდა, შესაბამისად მისი ლიფტში გაჭედვის ამბავი მათ ვერ გაიგეს.

კომენტარები