დაკარგული ემილიანო სალა

ემილიანო სალას სამძებრო სამუშაოებში აკვალანგისტები ჩაერთნენ

დაკარგული არგენტინელი ფორვარდის - ემილიანო სალას სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. სალას ახლობლებმა და კოლეგებმა დაახლოებით 100 ათასი ევრო შეაგროვეს იმისთვის, რომ მაშველებს 28 წლის ფეხბურთელის ძებნა კვლავ გაეგრძელებინათ.

დღეიდან, სალას სამძებრო სამუშაოებში აკვალანგისტები აქტიურად ჩაერთვებიან და ფეხბურთელს ზღვაში მოძებნიან. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ სამუშაოები ხუთშაბათს შეაჩერა, მაგრამ ფეხბურთელის ახლობლების დაჟინებული მოთხოვნითა და ფინანსური რესურსებით, ძებნა გრძელდება.

თვითმფრინავი, რომლითაც სალა მგზავრობდა, 21 იანვარს გაუჩინარდა. მაშველებმა ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ მეტალის ნამსხვრევები იპოვეს, რაც, შესაძლოა, თვითმფრინავის ნაწილები იყოს.

კომენტარები