უზენაესი სასამართლო

ზარდიაშვილი: მოსამართლეებს მეგობრის ოჯახის წევრის გარდაცვალებაზე ვესაუბრებოდი

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის თქმით, ის გავლენიან მოსამართლეებს გუშინ მეგობრის ოჯახის წევრის გარდაცვალების საკითხზე ესაუბრებოდა. 

"შემთხვევით შევხდი ჩემს მეგობრებს. ქაშუეთის ეკლესიის წინ, ზუსტად 5 წუთი ვისაუბრეთ. თემა თუ გაინტერესებთ, ეს იყო - ჩვენს მეგობარს გარდაეცვალა ოჯახის წევრი და ვისაუბრეთ იმაზე, უნდა წავსულიყავით თუ არა დღეს, გვიანი იყო თუ შეიძლებოდა მისვლა. შესაბამისად მივიჩნიეთ, რომ დღეს გვიანი იყო და დავიშალეთ. მსგავს სიებზე თუ მნიშვნელოვან საკითხზე, რუსთაველის გამზირზე, ხალხი არ საუბრობს ხო?", - თქვა ვანო ზარდიაშვილმა რუსთავი 2-თან. 

ქართული ოცნების დეპუტატი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის ძველ შენობასთან სკვერში მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გუშინ საღამოს შეხვდა. 

ტაბულას წყაროს მიერ გადაღებულ ფოტოებზე ზარდიაშვილთან ერთად უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მიხეილ ჩინჩალაძე და გიორგი მიქაუტაძე (რომელიც ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს იკავებს) და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე ჩანან. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ზემოთ დასახელებულ მოსამართლეებს კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ და სასამართლო სისტემაში მათ უვადოდ დანიშვნას ეწინააღმდეგებიან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები