ვალენტინობის დღე

ვალენტინობის დღისთვის, შეგიძლიათ ტარაკანს ყოფილი შეყვარებულის სახელი $2-ად დაარქვათ

Hemsley Conservation Centre-მა ყოფილი შეყვარებულის დაბრუნების ახალი მეთოდი მოიგონა - ვალენტინობის დღისთვის, შეგიძლიათ 2 დოლარის სანაცვლოდ ტარაკანს თქვენი ყოფილი შეყვარებული სახელი დაარქვათ.

პროგრამას "დაარქვი სახელი ტარაკანს" ჰქვია.

ამის შესახებ Hemsley Conservation Centre-მა სოციალურ ქსელებში დაწერა.

"იმათთვის, ვინც არ ხართ დაინტერესებულები შურისძიებით, კიდევ არსებობს გზა რომ თავი უკეთ იგრძნოთ თქვენი ყოფილი შეყვარებულის დაბრუნებით ვალენტინობის დღეზე", - წერია აღწერაში.

პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ მომხმარებლებს სერტიფიკატები გადაეცემათ, თუმცა სერტიფიკატებზე მათი ყოფლი შეყვარებულების სახელები მოხსენიებული არ იქნება, რადგან დიდი ბრიტანეთის ზოოპარკს "ცეცხლის გაჩაღება" არ სურს.

კომენტარები