ჰარვი ვაინშტაინის საქმე

ჯონ მალკოვიჩი პიესაში ჰარვი ვაინშტაინის როლს ითამაშებს

მსახიობი ჯონ მალკოვიჩი თეატრალურ პიესაში, სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში ბრალდებულ ამერიკელ პროდიუსერს ჰარვი ვაინშტაინს ითამაშებს. ამის შესახებ BBC წერს. 

პიესის ავტორი, პულიცერის პრემიის მფლობელი დევიდ მამეტია

მსოფლიო პრემიერა ლონდონში უესტ-ენდის თეატრში, ივნისში გაიმართება. 

მალკოვიჩმა BBC-ისთან საუბარში თქვა, რომ მისი როლი ბევრს გაანაწყენებს. 

შეგახსენებთ, რომ ჰარვი ვაინშტაინი 80-მდე მსახიობმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში.

პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამასთან, ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს. 

ახლახან მისმა ადვოკატმა ბენჟამინ ბრაჰმანმა, სასამართლოში მის დაცვაზე უარი თქვა. 

კომენტარები