შვედეთი

შვედეთში სასტუმრო ოთახს უფასოდ დაგითმობთ, თუ მობილურს საერთოდ არ გამოიყენებთ

შვედეთის ქალაქ გოტენბურგში მდებარე სასტუმრო ბელორა ოთახს უფასოდ დაგითმობთ, თუ მთელი დღის განმავლობაში მობილურს საერთოდ არ გამოიყენებთ.

სასტუმროს ყველა ოთახში დაყენებულია სანათი ლამფები, რომელიც ზომავს ოთახში მყოფმა ადამიანებმა რა დროს მოახმარეს მობილური ტელეფონის გამოყენებას.

ბელორას წარმომადგენლების თქმით, მათ უნდათ, რომ ხალხმა მეტი დრო გაატარონ ერთმანეთთან კომუნიკაციაში და არა სოციალურ ქსელებში ყოფნაში.

იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ოთახში ყოფნის დროს საერთოდ არ მოიხმარს მობილურ ტელეფონს, ის ოთახში უფასოდ შეძლებს ყოფნას, სხვა მხრივ კი ფასები დამოკიდებულია იმ დროზე, რაც მომხმარებელმა მობილური ტელეფონის გამოყენებაში დახარჯა - რაც უფრო დიდ ხანს მოიხმართ, მით უფრო ძვირი დაგიჯდებათ.

"ვაპირებთ კიდევ სხვადასხვა რაღაცებში გამოვიყენოთ ჩვენი სანათი ლამფები. გვინდა, რომ გარდა მობილურების გამოყენების შემცირებისა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაც მოვახდინოთ", - ამბობენ სასტუმრო ბელორას წარმომადგენლები.

კომენტარები