საგანგებო სიტუაციები

მაშველები ფოთში, მდინარე რიონში გადავარდნილ 16 წლის მოზარდს ეძებენ

ფოთში მდინარე რიონში ხიდიდან 16 წლის მოზარდი გადავარდა. 

სამძებრო სამუშოებში მყვინთავები აჭარის რეგიონიდანაც ჩაერთნენ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მათთან შეტყობინება 16:53 წუთზე შევიდა. 

"ზუსტად 2 წუთში სამაშველო ჯგუფები ადგილზე მივიდნენ, თუმცა პირველადი დათვალიერების შედეგად მდინარეში მოზარდი ვერ აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 20 მაშველი. მიმდინარეობს არა მხოლოდ მდინარის ზედაპირის დათვალიერება. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე ამინდი და მხედველობის არე მოგვცემს საშუალებას. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება, რათა მოზარდი დროულად ვიპოვოთ", - უთხრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მიშა ფეიქრიშვილმა ინტერპრესნიუსს.  

კომენტარები