შემოსავლების სამსახურის განცხადება

31 იანვარს სარფის საბაჟოზე მგზავრთა და მანქანების გატარება შეფერხდება

0 კომენტარი
ფოტო: შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 31 იანვარს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეფერხდება.

"საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ ქვეითთა ახალი დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, 2019 წლის 31 იანვარს, თურქეთის დროით 10:00-18:00 (საქართველოს დროით 11:00-19:00) კომპიუტერული სისტემები გადატანილი იქნება ახალ ადგილზე, რის გამოც მითითებულ დროს მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეჩერდება.

თურქეთის გენერალური საკონსულოს განცხადებით, მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარებას" - წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქეთი დევდარიანი

კომენტარები