NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 46% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის

ეროვნულ-დემოკრატიული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა (46%) მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.

43 % მიიჩნევს რომ ქვეყნაში დემოკრატიაა. 11 % -მა კი არ იცის. 

კითხვაზე რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვროთ:

  • ძალიან მნიშვნელოვანია 59%
  • მნიშვნელოვანია 33 %
  • უმნიშვნელო 2 %
  • სრულად უმნიშვნელო 4 %
  • არ იცის 2 %

დემოკრატიის არ არსებობის მაჩვენებელი 2014 წლიდან იზრდება


ფოტო: ტაბულა

კვლევის თნახმად, ყველაზე მეტად თბილისის მოსახლეობას (53%) მიაჩნია, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

კომენტარები