NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 56% თვლის, რომ ქვეყანაში ჩამომსვლელი იმიგრანტების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56 % ფიქრობს, რომ საქართველოში ჩამომსვლელი იმიგრანტების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს. 

კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ სამსახურში აყვანისას დამსაქმებელმა უპირატესობა უცხოელთან შედარებით ქართველს უნდა მიანიჭოს, კანდიდატის კვალიფიკაციის მიუხედავად, მოსახლეობის 72 % დადებითად პასუხობს. 

ხოლო საქართველოს ეთნიკურ მრავალფეროვნებას ძლიერ მხარედ მიიჩნევს 61 %, უარყოფითად 30% არ იცის 9 %-მა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

კომენტარები