NDI-ის კვლევა

NDI: პირველ ტურში გაკეთებული არჩევანით 90%-ია კმაყოფილი, მეორეში - 87%

flickr.com

NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, კმაყოფილია, თუ არა მის მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაკეთებული არჩევანით, მოსახლეობის 90% ამბობს, რომ კმაყოფილია, ხოლო 8% საპირისპირო პასუხს აფიქსირებს. 1%-მა არ იცის, კმაყოფილია, თუ არა, ხოლო 1% კი, კითხვაზე პასუხს თავს არიდებს. 

მეორე ტურთან დაკავშირებით იმავე კითხვაზე პასუხის გაცემისას, შემცირდა მათი რიცხვი, ვინც საკუთარი არჩევანით კმაყოფილია. მოსახლეობის 87%-მა თქვა, რომ მეორე ტურში გაკეთებული საკუთარი არჩევანით კმაყოფილია, ხოლო 11%-მა თქვა, რომ არჩევანით კმაყოფილი არ არის. 

კითხვაზე, შემდეგი ფორმულირებით "პირველ ტურში უფრო ვიღაცის წინააღმდეგ მივეცი ხმა, ვიდრე ვიღაცის სასარგებლოდ", მხოლოდ 29% პასუხობს, რომ ასეა. 66% დებულებას არ ეთანხმება. 

იმავე კითხვაზე მეორე ტურთან დაკავშირებით შედეგები მხოლოდ 4%-ით იცვლება. 33% ამბობს, რომ მეორე ტურში უფრო ვიღაცის წინააღმდეგ მისცა ხმა, ვიდრე ვიღაცის სასარგებლოდ, ხოლო 62% მოსაზრებას არ იზიარებს. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.

კომენტარები