NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 49% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს

ქართული ოცნების პრესსამსახური

NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 49 % ამჟამინდელი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს. 43 % კი დადებითად. 

მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად (34 %) თბილისში აფასებენ. ხოლო ყველაზე კარგად (57%) უმცირესობათა დასახლებებში. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

კომენტარები