NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 30% მიიჩნევს, რომ საქართველოში კორუფცია ძალიან გავრცელებულია

NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 30% მიიჩნევს, რომ საქართველოში კორუფცია ძალიან გავცელებულია, 34%-ის აზრით საშუალოდ, ხოლო გამოკითხულთა 21% ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფცია საერთოდ არ არის გავრცელებული.


ფოტო: NDI

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

კომენტარები