ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის სასჯელი

კომისიამ ხაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორს განაჩენი გამოუტანა

ნევადის ათლეტთა კომისიის გადაწყვეტილებით, UFC-ის მებრძოლები ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი და რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტომბერში გამართული ბრძოლის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო დაისაჯნენ.

კომისიამ ირლანდიელს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცა და 50 ათას დოლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დააკისრა. ხაბიბი შეჯიბრებებიდან ცხრა თვით მოხსნეს და 500 ათასი დოლარით დააჯარიმეს.

აღსანიშნავია, რომ რუსი სპორტსმენის დისკვალიფიკაცია, შესაძლოა, ცხრიდან ექვს თვემდე შემცირდეს. თუ ნურმაგომედოვი ნევადაში ანტიბულინგის კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას, ხაბიბის სასჯელი 6 თვემდე შემცირდება.

ნევადის ათლეტთა კომისიამ ასევე ნურმაგომედოვის გუნდის წევრებიც დასაჯა. აბუბაქარ ნურმაგომედოვსა და ზუბაირა ტუხუგოვს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია და 25-25 ათასი დოლარის ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.

მაკგრეგორისა და ნურმაგომედოვის ორთაბრძოლა 2018 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა. მეოთხე რაუნდის დაწყებამდე ნურმაგომედოვი თავს მაკგრეგორის გუნდის წევრებს დაესხა, რა დროსაც თავად ირლანდიელი მებრძოლი რუსი მეტოქის გუნდის წევრებთან ოქტაგონზე ჩხუბობდა. სამართალდამცავებმა ჩხუბის შედეგად ხაბიბის გუნდის სამი წევრი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.

კომენტარები